კახიძე: ივანიშვილი “გუგლის”, “ეფლის” და “სიმენსი” აქციონერია, რაც 1 წამში აღარ იქნება, თუ ის გადალახავს წითელ ხაზებს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „გუგლის“ და „ეფლის“ აქციონერია, ასევე „სიმენსის“, რაც ერთ წამში აღარ იქნება, თუკი ის გადალახავს წითელ ხაზებს – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა.

„ივანიშვილის შემთხვევაში საქმე რთულადაა. მისი კაპიტალი პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანუ, მის დეკლარაციას თუ გადახედავთ, „ფორბსის“ მონაცემებს თუ ნახავთ, ეს არის ადამიანი რომელსაც აქვს სხვადასხვა კაპიტალი, მაგალითად „გუგლის, „ეფლის“ და ევროპული კომპანიის „სიმენსის“ აქციონერია.
ივანიშვილს აქვს სერიოზული ფული დასავლეთში, რომელსაც მართავ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სპეციალური უცხოური დეპარტამენტი. ერთ წამში აღარ იქნება ეს მისი ანგარიშები თუკი გადალახავს იმ წითელ ხაზებს. ახლა არის ამ პროცესში. ამ ეტაპზე ესე ჩანს, რომ ის მიდის იმ წითელი ხაზისკენ, რომელსაც, რომ გადაკვეთს მერე უკანაც ვეღარ დაბრუნდება“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად