კახიძე ჩარკვიანზე:2012-ში ხომ ქოცობდა და 2016-17 წლებშიც ელოდა სარგებელს ბიძინასგან

მას შემდეგ, რაც  პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანი “ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ გამოვიდა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარტია  თაკო ჩარკვიანს „განქოცებული ქალბატონი“ უწოდა.

ამის შესახებ ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ „თაკო ჩარკვიანის ბრალდებები ასავალ-დასავალის სტილში მხოლოდ ქოცური ბექგრაუნდით არ აიხსნება“.

“ევროპული საქართველო” გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა წინასწარ განაცხადონ ივანიშვილთან კოალიციის მიუღებლობის თაობაზე.

“ენმ”-ს ირგვლივ არსებული კოალიციის ერთ-ერთმა სპიკერმა და სახემ, თაკო ჩარკვიანმა ჩვენი ინიციატივა მონათლა თაღლითობად და ივანიშვილთან თანამშრომლობაში დაგვადანაშაულა.

ეს ახლად განქოცებული ქალბატონი რომ ივანიშვილთან თანამშრომლობას გვაბრალებს, სასაცილოა პირდაპირ. 2012-ში ხომ ქოცობდა და 2016-17 წლებშიც ელოდა სარგებელს ბიძინასგან. მერე დაიწყო ოპოზიციონერობა და რომის პაპზე დიდი კათოლიკე გახდა.

მაგრამ სამწუხაროდ მისი ბრალდებები ასავალ-დასავალის სტილში მხოლოდ ქოცური ბექგრაუნდით არ აიხსნება. აღნიშნული ნაცმოძრაობის ცილისმწამებლური კამპანიის გამოძახილია, სწორედ ისინი გვეძახდნენ გარიგებულებს და მოსყიდულებს, როგორც ჩანს, ახლა ჩარკვიანს აქვს ეს როლი მორგებული.

საზოგადოება ყველაფერს ხედავს და აფასებს, ეს არის მთავარი”-წერს ოთარ კახიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად