კახიძე: ბიზნესმენები დაუფარავად საუბრობენ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფცია დაბრუნდა

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „ხალხის პოლიტიკაში“ განაცხადა.

„ახლა მოვდივარ საერთაშორისო ფორუმიდან, სადაც ბიზნესმენები დაუფარავად საუბრობდნენ, რომ სასამართლო სისტემაში დაბრუნდა კორუფცია. ამავე დროს საზოგადოებას მინდა გავახსენო შევეიცარიის ელჩის 2015 წლის განცხადება, როდესაც მან ღიად ისაუბრა სასამართლო სისტემაში მექრთამეაობაზე და კორუფციაზე. ეს არის შევარდნაძის დროინდელი სასამართლო სისტემაში დაბრუნება.

სასამართლო სისტემა რომელიც ჩაბარდა ხელისუფლებას ინფრასტრუქტურულად იყო გამართული. არ იყო ხელფასის პრობლემა ინფრასტრუქტურული პრობლემები. ინსტიტცუინალურად მოწესრიგებული იყო მეტ-ნაკლებად, მაგრამ ლოიალურობა იყო სისხლის სამართლის ხელისუფლების მიმართ. პროკურატურის მიმართ იყო ლოიალური. ეს სიგნალები საგანგაშოა. ამ კონფერენციაში მონაწილეობის სურვილიც კი არ ინება იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა. ხელისუფლება პრობლემის არსებობას არ აღიარებს და თუ არ აღიარებს, ვერც გამოასწორებს“, – განაცხადა ოთარ კახიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად