კახიძე: არ შეიძლება პოლიციას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც ალიანსშია კრიმინალებთან

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე შს მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისგებაზე საუბრობს და აცხადებს.

“ბატონი შს მინისტრი იყო ჩასული სამეგრელოში და პირად კონტროლზე ქონდა აყვანილი პირველ და მეორე ტურებს შორის იქ არსებული სიტუაცია და მე, პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ გახარიას არ სცოდნოდა, არ ყოფილიყო სრულად საქმის კურსში ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ვთვლი,რომ გიორგი გახარიაც პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი ამ ფაქტზე და იმ ზეწოლაზე, რომელიც განიცადა მოსახლეობამ, კონკრეტულად სამეგრელოში, მაგრამ არა მხოლოდ, იმიტომ რომ მინისტრის პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მძიმდება, როდესაც ჩვენ ვიცით და ეს არის საყოველთაო ცნობილი ფაქტი, რომ თავის თვალით ნახა, როგორც ამომრჩევლემა, ისე სახლში დარჩენილმა ტელევიზორიდან, რომ შს მინისტრი იყო გარიგებული კრიმინალურ ავტორიტეტებთან , არ შეიძლება პოლიციას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც ალიანსში არის კრიმინალებთან, რომ ხმები მიიღოს.

სახელმწიფო არ შეიძლება დანაშაულთან შედიოდეს ალიანსში, დანაშაული თავისი არსით არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. ამიტომ ჩვენ, ეხლა გვაქვს სრულიად მარაზმატიკული სიტუაცია, როდესაც შს მინისტრი გვიანონსებს მართწესრიგის ოფიცრის რეფორმას, რომელიც ერთი შეხედვით სწორი ნაბიჯია, მარცხენა ხელით ამას აკეთებს და მარჯვენა ხელით, ხელს ართმევს კრიმინალებს და ძველ ბიჭებს.

წელიწადზე მეტი გავიდა და დღემდე არ არის დასჯილი და გამოვლენილი ოფიციალურად დათუნა სარალიძის მკვლელი. ისინი დღემდე განაგრძობენ ამ მკვლელისთვის ხელი დაფარებას, მიუხედავად იმსია, რომ “ევროპულმა საქართველომ” და საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა კონკრეტულად ჯგუფური მკვლელობის კონკრეტული მონაწილე. ამიტომ შს მინისტრს დაუგროვდა ეს თემები” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად