A1 ბანერი

კახიძე: არ შეიძლება დავიყვანოთ ეს პროტესტი კარვის გაშლის მოთხოვნამდე,სარალიძე ითხოვს შვილის მკვლელების დასჯას

“ჩვენ დღეს არ შეიძლება დავიყვანოთ ეს პროტესტი კარვის გაშლის მოთხოვნამდე, ზაზა სარალიძე ითხოვს მისი შვილის მკვლელების დასჯას”- ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მისულმა “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

“კონსტიტუცია იცავს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის არანაირი კანონი არ კრძალავს რომ მოქალაქემ პროტესტის გამოსახატად გამოიყენოს კარავიც. ხელისუფლებამ ზაზა სარალიძეს წარუდგინა ბრალი და იგი დააკავა სწორედ იმ მოტივით რომ მას არ მისცეს კარვის გაშლის საშუალება, რამაც გამოიწვია დაპირისპირება პოლიციასთან და შედეგად დღეს ჩვენ მივიღეთ ბრალდებული ზაზა სარალიზე. მე მინდა ამავე დროს ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, ჩვენ არჩევნების პირველ ტურში მარცხის გამო მოვისმინეთ ხელისუფლებისგან რაღაც ისეთი ტიპის განცხადება, თითქოს ისინი მიხვდნენ რა პრობლემებიც არის ქვეყანაში, თითქოს მიხვდნენ რა შეცდომებიც დაუშვეს, მაგრამ ქმედებები იგივეა, ზაზა სარალიძე ისევ არის რუსთაველის გამზირზე და ისევ მას კარავს არ აშლევინებენ, მაგრამ ზაზა სარალიზე კარვის გაშლას ხომ არ ითხოვს, ჩვენ დღეს არ შეიძლ;ება დავიყვანოთ ეს პროტესტი კარვის გაშლის მოთხოვნამდე, ზაზა სარალიძე ითხოვს მისი შვილის მკვლელების დასჯას”- განაცხადა კახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...