კახიანი: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნების გზას, ხელისუფლების დამხობაში ხედავს

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

კახიანი: სააკაშვილის გუშინდელმა განცხადებამ დაადასტურა ის, რომ „ნაც მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად რევოლუციას და ხელისუფლების დამხობას ხედავს

„მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება შესწავლილი უნდა იქნას. შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტიურად, მან ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია. კერძოდ, ის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად რევოლუციას და ხელისუფლების დამხობას ხედავს. მსგავსი სურვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებში ადრეც მოგვისმენია. მსგავსი რამ, მაგალითად, ქალბატონი სანდრა რულოვსის განცხადებაშიც იკვეთებოდა, როდესაც მან თქვა, რომ იგი მზად არის ხელისუფლების დასამხობად იარაღი ხელში აიღოს. ის, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობაში შეჭრის სურვილი არსებობდა, ეს დაადასტურა ნიკანორ მელიამ, როდესაც მან ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ თუკი ვინმეს საქართველოში რაიმე კითხვა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისს „ნაციონალური მოძრაობას“ ჰქონდა თუ არა სურვილი ხელისუფლების დამხობის, მე მგონი, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდგომ ეს კითხვები უნდა გაქრეს“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

შეგახსებეთ, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა, რომ 2019 წლის 20 ივნისს ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა, მომენტი გავუშვით!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად