კახიანი: ყველა დეპუტატი ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას და არ ესწრება სხდომებს

” დასანანია, რომ ყველა დეპუტატი ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას და არ ესწრება სხდომებს”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის თქმით, ბიუჯეტის კენჭისყრის გადადება შედეგის თვალსაზრისით არაფერს შეცვლის.

” დღეს განვიხილეთ ბიუჯეტი და დღესვე იყო შესაძლებელი, რომ კენჭისყრა ჩატარებულიყო ბიუჯეტის პროექტზე, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ არ იყო კვორუმი ამიტომ მოგვიწევს ხვალ კენჭისყრს ჩატარება. შედეგის თავლსაზრიდით ეს არაფერს ცვლის, რა თქმა უნდა ამ ბიუჯეტს ჩვენს აუცილებლად მივიღებთ, თუმცა დასანანია, რომ ყველა პარლამენტის წევრი სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, რომ იმყოფებოდნენ სხდომათა დარბაზში მაშინ, როდესაც არის საჭირო და მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრებში. ამ თვალსააზრისით კიდევ ერთი დეტალი მინდ ვთქვა, პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მიიღო, რომელიც ამოქმედდება პრეზიდენტის ფიცის დადების დღიდან და ეს რეგლამენტის კიდევ უფრო ამკაცრებს სანქციებს ასეთ შემთხვევებზე, როდესაც არასაპატიო მიზეზით ხდება სხდომებზე არ დასწრება”-განაცხადა კახიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად