კახიანი: პრაქტიკამ აჩვენა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა მიზანშეწონილია

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა  ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ თუ მთავრობა სამინისტროს გაყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს, საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს და თანხმობა მისი მხრიდანაც იქნება.

„სამინისტროს გაყოფას სახელმწიფო ბიუჯეტთან არანაირი კავშირი არ აქვს. არ მგონია, რომ სამინისტროების გაერთიანებამ ბიუჯეტში შეღავათების თვალსაზრისით დიდი ხეირი გვანახა. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ახლა კულტურის სამინისტროს გამოყოფა შეიძლება, უკავშირდებოდეს დამატებით საბიუჯეტო სახსრებს, არარელევანტურია. სწორი მენეჯმენტი და უფრო მოქნილი მართვა – ეს იყო სამინისტროების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, თუმცა თუ პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს მიზანშეწონილია კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა, ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ განათლების სამინისტროდან კულტურის გამიჯვნის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად ბექა ოდიშარია განიხილება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად