კახიანი: კითხვები აღარ უნდა ჩნდებოდეს, ვისი ინიციატივით გაიმართა ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა

„კითხვები აღარ უნდა ჩნდებოდეს იმაზე, თუ ვისი ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა“ – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ტვ იმედის „შაბათის ქრონიკაში“.

“მე ვფიქრობ, რომ უნდა ვენდოთ შვეიცარული მხარის განცხადებას, რომელმაც ამის შესახებ ოფიციალურად გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ეს შეხვედრა იყო მათი ინიციატივით და ორგანიზებით წარმართული.

ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროცესების პარალელურად ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. იცით, რომ ცალსახაა მათი დამოკიდებულება ასეთ შეხვედრასთან მიმართებაში. ეს დააფიქსირეს როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაეროს გენერალური ასამბლეის მდივანმა, ეუთოდან, ევროკავშირიდან იყო ძალიან პოზიტიური გამოხმაურებები. ასე, რომ ნებისმიერი მცდელობა ჩვენი მხრიდან, მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და ის მიზანი, რაც ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნებისმიერი საშუალება ამ მიმართულებით არის სწორი და მისასალმებელი“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად