კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამის შესახებ “აიპრესს” პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს.
“ძალიან მძიმეა, ძალიან. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, -განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.
შეგახსენებთ, რომ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი, ის გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს.