კახი კალაძე: თუ ვივარგებთ, გაზის დამატებით მოცულობას მივიღებთ

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ „სოკარის“ პრეზიდენტთან როვნაგ აბდულაევთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, გაზის დამატებითი მოცულობების მიღებასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსორციუმთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. 

„კოსნორციუმი, რომელშიც სხვადასხვა სართაშორისო ენერგეტიკული კომპანიებია, 2011 წლიდან რამდენჯერმე გვქონდა მოლაპარაკებები, რომ მოხდეს დამატებითი მოცულობების წამოღების შესაძლებლობა, თუმცა წერილობითვე ვიღებდით უარს. ახლა უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ და ვნახოთ, თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ წამოვიღოთ დამატებითი მოცულობა. 

თუ ჩვენ“ვივარგებთ“ და დავიყოლიებთ კონსორციუმს, მილსადენის შესაბამისი მოცულობის გატარების შესაძლებლობა არის. 

2018 -ში „შაჰდენიზის“ მე-2 ფაზა სრულდება, კარგად მიმდინარეობს სამუშაოები. 2018-2019 წლებში ჩვენ გვექნება შესაძებლობა წამოვიღოთ დამატებითი მოცულობა“, – აღნიშნა კახი კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...