კახი კალაძე გულშემატკივრობისთვის დაჯარიმებულ გულშემატკივარს შეხვდა

დედაქალაქის მერი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახი კალაძე გულშემატკივრობისთვის დაჯარიმებულ გულშემატკივარს შეხვდა. კალაძესა და გულშემატკივრის შეხვედრა დღეს გაიმართა.

შეგახსენებთ, 12 ნოემბერს საქართველომ ისტორიული მატჩი წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან. საქართველოს პირველად ჰქონდა ისტორიული შანსი ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში 0:1 წააგო. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი ამ მარცხის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

მატჩის შემდეგ ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელიც ცრემლებს ვერ მალავდა პოლიციამ რეგულაციების დარღვევის გამო დააჯარიმა 2000 ლარით, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციების თანახმად 22:00 საათის შემდეგ  გარეთ გასვლა იკრძალება.

მომდევნო დღეს კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად