კახი კახიაშვილი: ჩვენი ძალოსნების გამოსვლაზე უფრო მეტად ვღელავდი, ვიდრე ჩემი შეჯიბრების დროს

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა "აიპრესთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველი ძალოსნების გამოსვლაზე იმაზე მეტად ღელავდა, ვიდრე თავისი აპარეზობის დროს.

"ჩვენი ძალოსნების გამოსვლისას ძალიან ვღელავდი, ასე მაშინ არ ვღელავდი, როდესაც მე ვიღებდი მონაწილეობას შეჯიბრში. ველოდებოდი რაღაც შედეგს, მაგრამ ოლიმპიური, მსოფლიო რეკორდებით შედეგს ნამდვილად არ ველოდი. ჩვენმა ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს და პირველად საქართველოს ისტორიაში აწიეს 2 ქართული დროშა ოლიმპიურ თამაშებზე.

ქართულმა დელეგაციამაც ძალიან კარგად იასპარეზა, 7 მედალი მოვიპოვეთ, ახლა უკვე ვფიქრობთ ტოკიოს ოლიმპიადაზე", – განაცხადა კახი კახიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად