კახი ასანიძემ ბრინჯაოს მედალი წონის მეტოქეზე გვიან დაძლევის გამო დათმო

ბუქარესტში მიმდინარე 23 წლამდელ ძალოსანთა ევროპის პირველობაზე დღეს ფიცარნაგზე 67 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები გამოდიოდნენ.

მოასპარეზეთა შორის იყვნენ ძალოსნები საქართველოდან – კახი ასანიძე და გურამ გიორბელიძე. ასანიძემ ორივე მოძრაობაში და საბოლოოდ ორჭიდშიც მეოთხე ადგილი დაიკავა, გიორბელიძე ატაცში მეცხრე, აკვრაში მეექვსე, ორჭიდის ჯამში კი მეშვიდე იყო

1, ზულფატ გარაევი (რუსეთი) – (144+170) 314კგ
2. სტილიან გროზდევი (ბულგარეთი) – (135+167) 302კგ
3. ვალენტინ გენჩევი (ბულგარეთი) – (134+165) 299კგ
4. კახი ასანიძე – 134(131*,133*,134)+164(158,164,167*) 298კგ
7. გურამ გიორბელიძე – 122(117,120,122)+153(148,153,155*) 275კგ

ატაცში კახი ასანიძემ ბრინჯაოს მედალი ვალენტინ გენჩევთან იმის გამო დათმო, რომ წონა პირველად მეტოქემ დასძლია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად