კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ხელოსანს სპეციალური მოწყობილობით აწეული მანქანა დაეცა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში, მიღებული ტრავმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

კომენტარები
იტვირთება...