კახეთში თვითიზოლაციაში 183 მოქალაქე იმყოფება

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 183-მდე შემცირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, შიდაიზოლაციის რეჟიმი 50 მოქალაქეს მოეხსნა.

მისივე თქმით, გუშინ რესპირატორული სიმპტომებით კახეთიდან თბილისის საავადმყოფოში 1 მოქალაქე გადაიყვანეს. ხიზანიშვილი ვერ აკონკრეტებს აუღებენ თუ არა პაციენტს კორონავირუსზე ანალიზებს.
ამ დროისთვის კახეთში COVID19-ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი საქართველოში უკვე 108 მოქალაქეს დაუდასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად