კახეთში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი სოფლების: ბაბანეურის, ზემო ალვანის, ქვემო ალვანისა და ხორბალოს მოსახლეობას შეხვდნენ. საერთო კრებებზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად სხვადასხვა საპროექტო წინადადებები განიხილეს. მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტულ პროექტებად – სპორტული ინვენტარის შეძენა, საბავშვო ბაღის, სასმელი წყლის სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება დასახელდა.

2020 წელს კახეთის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დაფინანსებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული.

პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით მიმდინარე წლის 14 თებერვლის ჩათვლით, რეგიონის მასშტაბით, 281 სოფლის მოსახლეობის ჩართულობით 232 საერთო კრება/კონსულტაცია გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად