კახეთში, სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა თელავის მუნიციპალოტეტის სოფელ ყარაჯალაში. 40 წალმდე მამაკაცი,რომელიც სოფელში დედის სანახავად იყო ჩასული, თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

მამაკაცი,რომელსაც ჭრილობა გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოსთან დაღუპულის ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარს პროზექტურაში გადაასვნებენ.

როგორც ,,აიპრეს,, შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად