კახეთში რვა საკარანტინო ზონაში 528 მოქალაქე იმყოფება

კახეთში თვითიზოლაციისა და კარანტინში მყოფი ადამიანების რაოდენის გაზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სატბილურია.ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში განაცხადეს.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში,ორი მუნიციპალიტეტის მასშტაბით განლაგებულ 8 საკარანტინო ლოკაციაზე 528 მოქალაქე იმყოფება. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე 463 მოქალაქე იმყოფება, 18 ადამიანს მეთვალყურეობის ვალდებულება მოეხსნა.3 პირი კი თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო იძულებით გადაიყვანეს თბილისში საკარანტინო სივრცეში.

რაც შეეხება ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ყველა საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.ამ ეტაპზე მარნეულის შემთხვევასთან არცერთი კონტაქტი ან კავშირი არ იკვეთება.

ცნობისათვის, კახეთში ვირუსის შესაძლო გავრცელების გამო, საავადმყოფოები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდნენ.
ამ დროისთვის რეგიონში 4 საავადმყოფოს აღჭურვა მიმდინარეობს, სადაც დაინფიცირებულ პაციენტებს სპეციალირად მოწყობილ ბოქსირებულ განყოფილებებში მოათავსებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად