კახეთში მთავარ გამოწვევად წყალმომარაგებასა და შიდა საუბნო გზების მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები რჩება

მთავრობის ინიციატივით, რეგიონის მოსახლეობის საჭიროებების გამოსავლენად, მუნიციპალიტეტების მერებთან და სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო.

რეგიონული განვითარების მიმართულებით, მთავრობისა და სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში, კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერებსა და სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ. დიალოგის ფორმატში, მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, ძირითადი პრობლემატიკა გამოჰყვეს და მათი გადაჭრის გეგმა დასახეს.

რეგიონში გეგმურად მიმდინარეობს რთველი, მთავარ გამოწვევად კი, წყალმომარაგებასა და შიდა საუბნო გზების მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები რჩება.

შეხვედრების ციკლი სოფლის მოსახლეობის საჭიროებების პირადად გაცნობას ემსახურება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად