კახეთში, მე-10 მაჟორიტარული ოლქის 154 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 123 უბნის მონაცემები

წინასწარი ინფორმაციით, ქართული ოცნების კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიიღო 35 082 ხმა (89,67%), ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა – 4 042 ხმა (10.33%).

 

ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, არჩევნების მეორე ტურში მათი კანდიდატის გვარი ბიულეტენზე მაინც ეწერა.

ჯამში, მე-10 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს, კანდიდატისთვის ხმის მისაცემად, 51 785 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 33,72%-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად