კახეთში კორონავიურისის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავიურისის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის სამი მათგანი 3 თვის ჩვილის ოჯახის წევრია, მშობლები და ბებია, ჩვილს კორონა გუშინ დაუდასტურდა. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

დაგეგმილია ყველა მათგანის სპეციალიზირებულ კლინიკაში მოთავსება და ამის პარალელურად კონტაქტების მოძიება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საველე სამედიცინო კარავი 14 სექტმებრს მოეწყო , სადაც მოქალაქეების თერმოსკრინინგი და უფასო PCR ტესტირება ახლაც მიმდინარეობს. მასობრივ თერმოსკრინინგს გადიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში როგორც ადგილობრივები, ასევე სტუმრად ჩასული მოქალაქეები.

ბოლო მონაცემებით, რეგიონში COVID-19 სულ 43 ადამიანს ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად