კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. . ინფიცირებული 70 წლის კაცი მკურნალობის კურსს ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადიოდა , თუმცა თანმხლები დაავადებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი დედოფლისწყაროდან იყო და ის კლინიკაში სამკურნალოდ რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.
ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში ვირუსით გარდაცვლების ეს უკვე 24-ე შემთხვევაა