კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა

ვირუსი თელავის ერთ- ერთი კლინიკის მედიკოსს დაუდგინდა. ცნობილია, რომ ინფიცირებული ქალი გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიცაა.

ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების და დაინფიცირების წყაროს დადგენაზე მუშაობენ , მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მოქალაქე კი თვითიზოლაციაშია.

ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშებიდან COVID -19 დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში მცხოვრებ ქალსაც აღმოაჩნდა.
დაინფიცირებული აჭარიდან შემოტანილ ე.წ “ანანიძეების” კლასტერს უკავშირდება.

ცნობისათვის, გუშინ ვირუსი თელავში კიდევ ერთ მედიკოსს დაუდასტურდა.
ჯამში, კახეთის რეგიონში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 59 შემთხვევა ფიქსირდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად