კახეთში, კორონავირუსით 93- ე პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მცხოვრები 90 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მკურნალობის კურსს ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადიოდა.

დღეს რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულების 120 ახალი კონტაქტის მოძიება სპეციალისტებმა დღის ბოლომდე შეძლეს.

ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს 1734 მოქალაქე , მათ შორის 1586 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 2 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 146 იმყოფება კოვიდ კლინიკაში.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 213 – ია, სულ კი ვირუსი 8386 ადამიანმა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად