კახეთში კორონავირუსით 81 წლის ქალი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 81 წლის ქალი , რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანიდან იყო, მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში  გადიოდა.

რეგიონში, ბოლო 12  საათში,  კორონავირუსის 7  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს მონაცემები 11 542- მდე გაიზარდა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით განახლებული ეპიდსტატიატიკა ასეთია: ახმეტა-760, გურჯაანი-2670, დედოფლისწყარო -786, თელავი -2584, ლაგოდეხი – 1565, საგარეჯო -1403, სიღნაღი-825, ყვარელი და 949.

ამ ეტაპზე გადის მკურნალობას  248 ადამიანი, აქედან  198 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ,  ხოლო 50 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა  კი 326- ს აღწევს.

კახეთში, გასული წლის სექტემბრიდან ამ დრომდე კორონავირუსი 11 176- ამ პაციენტმა დაამარცხა, ვირუსს  კი 112 ადამიანი  ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...