კახეთში კორონავირუსით 77 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ინფიცირებული მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა.
ხანდაზმული გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო და მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის დიაბეტი და ანემია. სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარება გახდა მიზეზი, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ჯამში, კახეთის რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 21 ადამიანია გარდაცვლილი.