კახეთში კორონავირუსით 72 წლის წლის კაცი გარდაიცვალა

დაინფიცირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნიდან იყო და მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

რეგიონში დღეს COVID- 19- ის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს მონაცემები 11 669- მდე გაიზარდა. ახალი ინფიცირებულების 30 კონტაქტი ეპიდემიოლოგებმა უკვე მოიძიეს.
ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს 178 მოქალაქე გადის, მათ შორის 124 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 54 იმყოფება კოვიდ კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 257- ია, თვითიზოლაციიდან კი 67 ადამიანი მოიხსნა.
ვირუსი სულ 11377 პაციენტმა დაამარცა, ჯამში კი 114 ადამინი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...