კახეთში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსს ემსხვერპლა 59 წლის ქალი, 69 წლის მამაკაცი და 76 წლის ხანდაზმული მკურნალობის კურსს რეგიონის სხვადასხვა საავადმყოფოში გადიოდნენ.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კახეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს რიცხვი 9,960-მდე გაიზარდა. ეპიდემიოლოგების მიერ უკვე მოძიებულია ახალი დაინფიცირებულების 173 კონტაქტი.

ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 1, 855 მოქალაქე, მათ შორის 1, 723 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 1 კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 131 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში. თვითიზოლაციაში რჩება 931 ადამიანი, თვითიზოლაციიდან კი 190 მოქალაქე მოიხსნა.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 181- ია, ჯამში ვირუსი კი 7,719- მა პაციენტმა დაამარცხა. გასული წლის სექტემბრიდან ამ დრომდე კი რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით COVID-19-ს 86 მოქალაქე ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად