კახეთში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა

Covid-19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მცხოვრები 82 წლის ქალი, რომელიც მკურნალობის კურსს საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსში” გადიოდა.

კორონავირუსი გახდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი 76 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზიც. ინფიცირებული თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფიელებაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ორივე მათგანს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად