კახეთში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსს საგარეჯოში მცხოვრები 79 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ინფიცირებული საგარეჯოს „ჯეო- ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა.

COVID-19 გახდა ლეტალური შემთხვევის მიზეზი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოშიც, სადაც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალის მკვიდრი, 73 წლის კაცი ბოქსირებულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

მედიკოსების ინფორმაციით, ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ამიტომ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჯამში, კახეთის რეგიონში ვირუსით ინფიცირებული 32 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად