კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დაინფიცირებული ლაგოდეხში მცხოვრებია და ის არსებული კლასტერის კონტაქტის კონტაქტია. შუახნის ქალი უკვე გადაყვანილია თბილისის ერთ- ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაში. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სპეციალისტები კონტაქტების მოძიებაზე ამ წუთებშიც აქტიურად მუშაობენ.

ჯამში, კახეთის რეგიონში
38 კოვიდინფიცირებულია.
ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ვითარებას სრულად აკონტროლებენ, თუმცა ისინი მოქალაქეებს ჯანდაცვის უწყებების მიერ დადგენილი წესებისა და რეკომებდაციების გათვალისწინებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად