კახეთში კორონავირუსი კიდევ 104 ადამიანს დაუდასტურდა

კახეთში, კორონავირუსი კიდევ 104 ადამიანს დაუდასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4,431- მდე გაიზარდა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი-60, თელავი -16, ყვარელი-5, ლაგოდეხი- 3, დედოფლისწყარო -4 და საგარეჯო-16. ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპზე მკურნალობს 2, 197 მოქალაქე, მათ შორის 2002 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 28 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 167 იმყოფება კოვიდ კლინიკაში. თვითიზოლაციაში რჩება 2, 625 ადამიანი, რეგიონში არსებულ საკარანტინო ზონაში კი 70- მდე მოქალაქე. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვირუსი 2,101 – მა პაციენტმა დაამარცხა და გარდაიცვალა 29 მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად