კახეთში კორონავირუსით ექთანი გარდაიცვალა

გავრცლებული ინფორმაციით, კოვიდ- 19-ით წნორის არქიმედეს კლინიკის მთავარი ექთანი, ნანა ყაჭიშვილი გარდაიცვალა.

51 წლის ექთანი რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა თანმხლები მძიმე დაავადების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჯამში, კახეთის რეგიონში სექტემბრიდან დღემდე covid-19-ით 157 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირების 323 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები
იტვირთება...