კახეთში, გელა სამხარაულის და ირაკლი სესიაშვილის ბიუროს ოფისების დაბოქლომებას ცდილობენ – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

პარტია ,,ევროპული საქართველოს,, წევრის, ლელა მენთეშაშვილის თქმით, მას და პარტიის სხვა წევრებს სამართალდამცველები საშუალებას არ აძლევენ, რომ თელავი-ახმეტისა და თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატების, გელა სამხარაულის და ირაკლი სესიაშვილის კაბინეტებს სიმბოლური ბოქლომები დაადონ.

,,დილა არის ადრიანი და აღარ არის დრო სახლში ჯდომის. დღეს მე მოვედი აქ რომ მაჟორიტარების, გელა სამხარაულისა და ირაკლი სესიაშვილის კაბინეტებს სიმბოლურად ბოქლომი დავადო, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევენ. მთავარი არის ის, რომ ამ ბოქლომის გასაღები არის ხალხის ხელში. ჩვენ დღის განმავლობაში ვრჩებით აქ და ვეცდებით რომ შევიდეთ შიგნით და დავაბოქლომოთ ეს ხელისუფლება.” – განაცხადა მენთეშაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად