კახეთში, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ყალბი დოკუმენტების დამზადება – გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთ – ერთი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კახეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განახორციელა საბავშვო ბაღის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო ქონებას – 7 303 ლარის ოდენობით.
გამოძიების პროცესში ბრალდებულის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული მიყენებული ზიანი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად