კახეთში, ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია (ფოტორეპორტაჟი)

ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სახურავის გარეშე დატოვა ოთხი საცხოვრებელ სახლი, სეტყვამ კი სოფელ ვაზისუბანში სასოფლო სამეურნეო სავარგულები და ვენახები დააზიანა.

“ვაზისუბანში დასეტყვილია ვენახები, ველისციხეში ჩემი ინფორმაციით სახურავი აქვს გადახდილი ოთხ საცხოვრელ სახლს, მოგლეჯილია ქარისგან ელექტროგადამცემი ბოძები, თუმცა წნერჰოპროს ჯგუფები ამ წუთებში მუშაობენ და დროულად მოხდება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. რაც შეეხება ველისციხის დაზარალებულ მოსახლეობას, გურჯაანის მერია შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება” – განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

სტიქიამ ზარალი მიაყენა ყვარლის მუნიციპალიტეტსაც. სოფელ სანავარდოში ხე საბავშვო ბაღის ღობეს დაეცა და დააზიანა. ყვარელში კი ქარისგან მოგლეჯილი ხე ,,კამაზის” მარკის ავტომანქანას დაეცა,შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად