დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტის მიხედვით ასეთია: ახმეტა-33, გურჯაანი-36, დედოფლისწყარო -16, თელავი -44, ლაგოდეხი- 58, საგარეჯო-12, სიღნაღი -9 და ყვარელი-28.
სპეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 204 კონტაქტი გამოავლინეს და ყველა მათგანი უკვე გადაყვანილია თვითიზოლაციაში.
ცხელების ცენტრებს თვითდინებით 89 პაციენტმა მიმართა.
თვითიზოლაციაში 2 344 მოქალაქე რჩება, თვითიზოლაციიდან კი 264 ადამიანი მოიხსნა.
რეგიონში არსებულ საკარანტინო ზონაში 35 პირი იმყოფება.
დღის განმავლობაში 89 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ჯამში 1655-ია. რეგიონის მასშტაბით კი სულ 3,582 ადამიანია ინფიცირებული