კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევა გურჯაანი -ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რა დროსაც “ოპელის” მარკის ავტომობილი გადაბრუნდა და მგზავრები ქვეშ მოიყოლა.

ადგილზე გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი და 25 წლამდე კაცი. დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიბილიზებულია პოლიცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...