კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი მგზავრი მძიმედ დაშავდა

კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი მგზავრი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათთან მოხდა.

MERCEDES BENZ- ის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ OPEL- ის მარკის მანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზარი, ხოლო ოთხი მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკალაში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...