კახეთში, 82 წლის მასწავლებელის მიმართ გამოძიება გარყვნილ ქმედების მუხლით დაიწყო

როგორც “აიპრესს” სკოლაში განუცხადეს, ისტორიის პედაგოგს 12 წლის გოგონასთან სექსუალური შინაარსის საუბარი რამდენჯერმე ჰქონდა. სკოლის დირექციამ პედაგოგი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლა.

“სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გოგონამ ჩვენთან საუბარში განაცხადა მასწავლებელი მას მოუყვა იმ ფაქტის შესახებ, რომ როდესაც ის იყო სკოლის დირექტორი პატარა გოგონას, იმავე სკოლის მოსწავლის მიმართ ჰქონდა სექსუალური ლტოლვა. ეს ყველაფერი მოხდა სკოლის დერეფანში, მესამე სართულზე, რა დროსაც გოგონამ მასწავლებელს უთხრა რომ გაკვეთილების დაწყებამდე ვარჯიშზე უნდა წასულიყო. მასწავლებელი მას დაპირდა, რომ ისტორიის მოყოლას მოგვიანებით გააგრძელებდა, გოგონამ ეს ყველაფერი ჩვენ შეგვატყობინა და სიმართლეში დასარწმუნებლად მათი შემდგომი შეხვედრის დროს ჩვენც ჩუმად ტელეფონით მოვისმინეთ საუბარი. მასწავლებელი ისეთ ცუდ რაღაცეებს ჰყვებოდა, რაც ნამდვილად არ ეკადრება პედაგოგს, სექსუალური, უხამსი საუბარი იყო. დისციპლინური კომიტეტმა იმსჯელა და პედაგოგი გათავისფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. მომხდარის შესახებ კი სამართალდამცველ უწყებებს შევაფყობინეთ”- განუცხადა “აიპრესს” საჯარო სკოლის დირექტორმა .

როგორც “აიპრესთან” შსს-ში განაცხადეს, “27 მაისს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლაში, სკოლის მასწავლებელი 1937 წელს დაბადებული ნ.წ. თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარს ახორციელებდა.

უწყებამ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც ძლადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7- წლამდე.

გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორცარასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...