კახეთში 72 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. ბოლო მონაცემებით, უკვე 72 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.

რეგიონის მასშტაბით, 20-ზე მეტ ლოკაციაზეა სახელმწიფო ქარხანები 20-ზე მეტ ლოკაციაზე ფუნქციონირებს ხოლო კერძო ქარხანების რაოდენობა,რომელიც ყოველდღიურად იბარებს ყურძენს, 70-დან 80-მდე მერყეობს.

,,დღეის მდგომარეობით, თეთრი ყუძნის ფასი 70 თეთრია.საფერავის ფასს მთლიანად ბაზარი არეგულირებს.ამ დროისთვის,კახეთის მასშტაბით ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძნის საშუალო არითმეტიკული-1.79 თეთრია.ამაში შედის ადგილწარმოშობის და ჩვეულებრივი საფერავის ყურძნის ფასებიც.დღეს საფერავის ფასი-1.60-1.70 თეთრია. შარშან რეკორდული რთველი იყო ბევრი კომპონენტით, მათ შორის ფასებითაც.წელს ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ამ რეკორდს გავაუმჯობესებთ.,, – განაცხადა რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ.

ცნობისათვის, წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად