კახეთის რეგიონში წითელას 255 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული

კახეთის რეგიონში წითელას 255 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული-ამის შესახებ “აიპრესს” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის კახეთის ოფისსში განუცხადეს.

ოფისის მენეჯერის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მწვავე ვირუსული ინფექციის შედარებით მაღალი მაჩვენებელი საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება.

“დაახლოებით 30-30 შემთხვევაა გამოვლენილი საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, თელავსა და გურჯაანის რაიონებში. შედარებით მცირეა შემთხვევების რაოდენობა სხვა მუნიციპალიტეტებში. შემთხვევების მკვეთრი მატება არ ფიქსირდება, სტაბილურად ვლინდება ახალი შემთხვევები. მაგალითად, ბოლო 3 კვირის განმავლობაში თითო კვირაში 20, 23 და 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როდის შეჩერდება ინფექცია, წინასწარი პროგნოზი რთულია, რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით ნაკლები იქნება წითელას ეპიდაფეთქების შანსი”,- განუცხადა “აიპრესს” ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, წითელას საწინააღმდეგო აცრა 18 იანვრიდან დღემდე კახეთის მასშტაბით 8 388 ადამიანმა ჩაიტარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...