კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე 373 ადამიანი იმყოფება

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროცნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მიხედვით მონაცემები ასეთია: საგარეჯო – 47, ლაგოდეხი – 38, ყვარელი – 17, გურჯაანი – 53, სიღნაღი – 51, თელავი – 87, დედოფლისწყარო – 40, ახმეტა- 40.

რაც შეეხება საკარანტინო ზონებს, თელავსა და გურჯაანში 5 საკარანტინო ზონა მოქმედებს, სადაც 284 მოქალაქე რჩება. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისათვის, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად