კახეთის რეგიონში საფერავის ჯიშის ყურძენს სამი ქარხანა იბარებს

კახეთში საფერავის ჯიშის ყურძენს ამ დროისთვის მხოლოდ სამი ქარხანა იბარებს, ესენია გურჯაანში-დუგლაძეების, წინანდლისა და თელავის ღვინის მარნები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, ისევე როგორც წინა წლებში, სახელმწიფო ქარხანა საფერავს არც ახლა ჩაიბარებს, მასზე მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდანაც მაღალია.

-„საფერავს კერძო სექტორი იბარებს. ამ დროისთვის რამდენიმე ქარხანა იღებს, ნელ-ნელა ყველა ჩაერთვება რთვლის პროცესში, როდესაც ჩათვლიან, რომ ყურძენი საკმარისად მწიფეა. დედოფლწყაროსა და სიღნაღში უკვე მასიურად იკრიფება საფერავი, ზოგან დამთავრდა კიდეც, ნელ-ნელა აქეთ გადმოინაცვლა და ორი-სამი დღეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეშიც კრეფენ.,“ – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 22 866 ტონა ყურძენია გადამუშავებული, საიდანაც 7453 საფერავია, დანარჩენი კი კახური მწვანე, ქისი და რქაწითელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...