კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 14 ათას ტონამდე ყურძენი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, კახეთის ეგიონში გადამუშავებულია 14 ათას ტონამდე ყურძენი, საიდანაც 4 500 ტონამდე რქაწითელია, 5 300 ტონამდე საფერავი, ხოლო 670 ტონამდე კახური მწვანე ყურძენია.

"კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 14 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 4 500 ტონამდე რქაწითელი, 5 300 ტონამდე საფერავი, 670 ტონამდე კახური მწვანე და 3 400 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

რთველი თანდათან აქტიურ ფაზაში გადადის-განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 2,4 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს, გარდა საგარეჯოსი, რომელიც პროცესში მოგვიანებით ჩაერთვება.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 32 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ყურძნის გადასამუშავებლად მზადყოფნის მიზნით, ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დერეგისტრირებულია 100-მდე ღვინის კომპანია", – აღნიშნავენ სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად