კახეთის რეგიონში 19,2 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

კახეთის რეგიონში გადამუშავებულია  19,2 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 6 600 ტონამდე რქაწითელი, 8  000 ტონამდე საფერავი, 880 ტონამდე კახური მწვანე და 3 800 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

"რთველი თანდათან  აქტიურ ფაზაში გადადის – განვლილი დღე-ღამის განმავლობაში  5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 45 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ყურძნის გადასამუშავებლად მზადყოფნის მიზნით, ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დერეგისტრირებულია 100-ზე მეტი ღვინის კომპანია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.”, – განმარტავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად