კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ტესტის პასუხები ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ვირუსი 11 თვის ჩვილს დაუდასტურდა, რომელიც სტაციონარშია მოთავსებული. ვირუსი დაუდასტურდა სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის ერთ პედაგოგს და საუბნო-სარჩევნო კომისიის ერთ წევრს;

უმძიმესია 84 წლის კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თელავის ერთ-ერთ საავადმყოფოში თანმხლები დაავადებებით მოათავსეს.

Covid-19 დაუდასტურდა თელავის მერიის ერთი თანამშრომელს და ორ არასრულწლოვანს.

ჯამში, დღეს ტექსტირება 374 ადამიანს ჩაუტარდა. თვითიზოლაციაში 1020 მოქალაქე რჩება, ხოლო თვითიზოლაციიდან მოიხსნა 141 ადამიანი. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი და მათი რიცხვი 114-მდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად