A1 ბანერი

კახეთის ყველა ბაგა-ბაღში სწავლა 14-ის ნაცვლად 21 იანვარს დაიწყება

კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღში სწავლა 14-ის ნაცვლად 21 იანვარს დაიწყება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ზამთრის არდადაგების გახანგრძლივება გრიპის ვირუსებს უკავშირდება.

“საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარე აიპია, გვქონდა კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. მიუხედავად იმისა,რომ არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე, ბაგა- ბაღების გაერთიანებებს გაეწია რეკომენდაცია, თავად მიეღოთ გადაწყვეტილება. დღეს უკვე გვაქვს ყველა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება ,რომ პრევენციის მიზნით სწავლის დაწყება რამდენიმე დღით გადაიდოს” – განაცხადა ხიზანიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...