კახეთის მწვანე ზონაში გადასვლის ბედი ხვალ გადაწყდება – ყვარლელი ექიმის საბოლოო პასუხს ტესტზე ხვალ ელოდებიან

ჯერჯერობით კახეთის მწვანე ზონაში გადასვლის საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ყვარლელ ექიმს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია “აიპრესთან” აცხადებს, რომ ყვარლელი ექიმის შესახებ საბოლოო პასუხი, აქვს თუ არა მას კორონავირუსი, ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გაგვიცხადა, ექიმს პირველად ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, რომელმაც ინფიცირება დაადასტურა. ამის შემდეგ ჩაუტარდა პსრ ტესტი, რომელმაც covid 19 ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. მას კიდევ ერთი ტესტი გაუკეთდა, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი.

ცნობისათვის, კახეთში კორონა ვირუსის პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა კახეთში 2 მაისს დაფიქსირდა. Covid 19 ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა, რომელიც თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად